17:57 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 11:05:08, 309 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: იმედს ვიტოვებ, რომ ვარშავის სამიტზე სასურველ შედეგს მივიღებთ

თბილისში, საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში“ ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია გაიხნა.

ყოველწლიურ სამხედრო ფორუმში მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები და ექსპერტები იღებენ. ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები ტრანსფორმაციის საკითხებსა და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამომავლო გამოწვევებს განიხილავენ.

კონფერენციის პლენარული სესია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება უსაფრთხოების გამოწვევებზე, პარტნიორობის მნიშვნელობასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე გაამახვილა.

„სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე მეამაყება, რომ საქართველო დღეს ნატოს ყველაზე თავსებადი, სანდო და ერთგული პარტნიორია. სირთულეებმა ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერა რათა უფრო წარმატებით განვახორციელოთ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი, განვავითაროთ შესაძლებლობები, მეტი ყურადღება დავუთმოთ წვრთნასა და განათლებას და უფრო მეტად თავსებადები გავხდეთ ნატოსთან. დარწმუნებული ვარ ეს მიგვიყვანს ჩვენს საბოლოო მიზნამდე - ნატოში გაწევრიანებამდე. იმედს ვიტოვებ, რომ ვარშავის სამიტზე სასურველ შედეგს მივიღებთ და ალიანსის წევრებიც დანაპირებს შეასრულებენ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ფორუმის მონაწილეებს ვიდეო მიმართვის საშუალებით მიესალმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ. სიტყვით გამოვიდნენ ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდალი, საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალი ჟან-პოლ პალომეროსი და ნატოს გაერთიანებული სახმელეთო ძალების სარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ედვარდ დავისი.

ოფიციალური გახსნის შემდეგ პლენარული სესია სხვადასხვა თემატიკის პანელებით გაგრძელდა. კონფერენციის მეორე დღეს მონაწილეები სინდიკატებში იმუშავებენ.

"ყოველწლიური კონფერენცია მნიშვნელოვანი ფორუმია, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს სტრატეგიულ საკითხებზე სამომავლო ხედვა გაუზიარონ. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ქვეყნებში ტრანსფორმაციის შესახებ აზრთა გაზიარებასა და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას. კონფერენციის თანამასპინძლები არიან ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობა და საქართველოს შეიარაღებული ძალები", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics