|
2018-10-03 13:47:11, 2115 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სექტემბრის თვეში მგზავრთნაკადი 63 % გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-ით გაიზარდა. სექტემბრის თვეში ქუთაისის აეროპორტი 68,061 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის სექტემბერი 41,732 მგზავრი). რაც შეეხება რეისების რაოდენობას, ზრდა ამ მიმართულებითაც ფიქსირდება. 2018 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 223 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39 % მეტია. (2017 წლის სექტემბერი 161 რეისი). რაც შეეხება 9 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-სექტემბერში 450,386 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39 %-ით მეტია. (2017 წლის 9 თვე - 325,087 მგზავრი). ზრდა ფიქსირდება შესრულებული რეისების კუთხითაც. 9 თვის განმავლობაში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 1569 რეისი შესრულდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 20 % მეტია. (2017 წლის 9 თვე - 1303 რეისი). “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით მოლოდინი მომავალ თვეებშიც პოზიტიურია.
(NS)
გერმანია გეგმავს რუსეთის დადანაშაულებას ლაიფციგში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში და „ფართომასშტაბიანი სანქციების“ დაწესებას
ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ტურისტების ჯგუფს სცემეს
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)