|
2018-10-03 11:56:18, 2109 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია : KfW-ი და AFD-ი საქართველოს ენერგეტიკის რეფორმაში 74 მლნ ევროთი დაგვეხმარება
საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) და საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის საკრედიტო შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დაესწრნენ. სასესხო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა ოლაფ ციმელკამ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გაელე ასაიაგმა. ხელმოწერილი შეთანხმებების თანახმად, საქართველო მიიღებს ჯამურად 74 მლნ ევროს ფინანსურ რესურსს, რომელიც გამოყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით და სრულად იქნება მიმართული სახელმწიფო ბიუჯეტში. გიორგი ქობულიას განცხადებით, „აღნიშნული შეთანხმებები იმის დადასტურებაა, რომ ევროკავშირი და ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი და გერმანია, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ჩვენს ენერგეტიკულ სფეროში განვითარებას და რეფორმებს. „მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით წავიდეთ და რეფორმები განვახორციელოთ" – აღნიშნა ქობულიამ. „ შეთანხმებებზე ხელმოწერით ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოებთ იმ ნაყოფიერ თანამშრომლობას ენერგეტიკის სექტორში, რომელიც უკვე ჩამოგვიყალიბდა საქართველოს ხელისუფლებასთან. ენერგოსექტორი უმნიშვნელოვანესი სფეროა, ვინაიდან მოიცავს ენერგოუსაფრთხოებასა და იმ რესურსების ეფექტურ გამოყენებას, რომელიც აქვს ქვეყანას," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. ხელმოწერილი სასესხო შეთანხმებით ფინანსური რესურსის გამოყოფა მოხდება 2018 წლის 14 მაისს საქართველოს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის ხელმოწერილი განზრახულობათა დეკლარაციის „გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან" ფარგლებში. აღნიშნული დეკლარაცია გულისხმობს, რომ რეკონსტრუქციის განვითარების საკრედიტო ბანკი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ რეფორმებს და ითანამშრომლონ საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში 4 წლიანი (2018-2021) პროგრამის ფარგლებში. 2018 წელს საქართველო KfW-სგან და AFD-სგან მიიღებს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს ჯამურად 74 მილიონ ევროს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ენერგეტიკის სექტორის, მათ შორის ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ღონისძიებების მხარდასაჭერად. ამასთანავე, ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად დაგეგმილია ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმიდან (NIP) 8.5 მილიონი ევროს გამოყოფა გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება პროგრამის ტექნიკური დახმარებისთვის.
(NS)
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)