18:37 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 10:48:52, 2030 ნახვა

სამართალი
რუსთავში ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. 

მოქალაქეებმა  ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით 16 კგ-მდე ხრამულის სახეობის თევზი მოიპოვეს.

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაილუქა ნავი, ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან ბადე, ფანარი, აკუმლატორი და უკანონოდ მოპოვებული თევზი. 

ორივე მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შედგა ოქმები, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 3000 ლარის ოდენობით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics