|
2018-10-01 14:59:53, 1505 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ივანიშვილმა ფული 90-იანებში ხალხის ძარცვით იშოვა და ბოლო წლებში თითოეული თქვენგანის გაქურდვით დაკავდა
„რაც მე ვიხილე გუშინ ტელევიზიით, ჩემთვის არ არის გასაკვირი. ივანიშვილმა მთელი ფული 90-იანებში, სხვა ხალხის ძარცვით იშოვა და ის დაკავდა ბოლო წლებში თითოეული თქვენგანის გაქურდვით“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ქვეყნის მთავარი მევახსე და მონოპოლისტი უწოდა. „მან გაგქურდათ ელექტროენერგიის ტარიფებით, რომელიც აგიწიათ, რათა ემუშავა მის ბიტკოინების ფაბრიკებს. მან მოიპარა სიგარეტის თითოეული კოლოფიდან 2.5 თეთრი. მან გაგქურდათ საბანკო კრედიტების მეშვეობით იმიტომ, რომ თვითონ არის საქართველოს მთავარი მევახშე. მან შეავიწროვა პატარა ბიზნესები იმიტომ, რომ თვითონ არის მონოპოლისტი უკლებლივ ყველა სფეროში. მან გაქურდა საქართველოს ბიუჯეტი და გაანადგურა საქართველოს მილიარდიანი რკინიგზა, პრაქტიკულად აქცია წამგებიანად. სადაც გაიხედავ ყველგან გვაქვს კატასტროფა. და მარტო „ომეგა?“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა იუსტიციის სახლში შექმნილ ვითარებას, რომელიც ტაქსების რეგისტრაციის მიმართვიანობის გაზრდას უკავშირდებოდა. „ის, რაც ვიხილე იუსტიციის სახლებში, ეს რიგები. მეგობრებო, იუსტიციის სახლები ისეა მოწყობილი ტექნოლოგიურად რომ შეუძლებელია იქ იყოს რიგები, როგორ მოახერხეს ამ უდღეურებმა, ამ აწყობილი სისტემის ასე განადგურება. ჩვენმა სიმწრით შექმნილმა სახელმწფო აპარატმა გაძლო რამდენიმე წელი და ისევ ჩამოიშალა. კორუფცია დაბრუნდა უკლებლივ ყველა რგოლში და იმ ხალხს მინდა ვუთხრა, ვინც იძახის, სააკაშვილის დროსაც იყო და ივანიშვილის დროსაც. რანაირად ხალხო, ვერ გავიგე მართლა სკლეროზი ხო არ გჭირთ? მე არაფერი მაქვს, ივანიშვილმა მილიარდები იშოვა. ბოლოს და ბოლოს, ჩემს დროს ეკონომიკა ოთხჯერ გაიზარდა, ამის დროს არ იზრდება, ჩემ დროს სიღარიბე შემცირდა, ამის დროს ორჯერ გაიზარდა, რანაირად არის ერთი და იგივე?- ეს იმხელა განსხვავებაა, როგორც დღე და ღამე, როგორც ცა და დედამიწა, ამიტომ 28-ში ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები. უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნულ ძალებზე დაფუძნებული ახალი მთავრობა, შემდეგ ამ მთავრობამ უნდა გამოიყვანოს საქართველო ჭაობიდან საქართველომ უნდა განაგრძოს წინსვლა და თითოეულმა ქართულმა ოჯახმა უნდა იგრძნოს შვება და ეს ასეც იქნება“, - განაცხადა მიხეილ სააკშვილმა.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)