|
2018-10-01 13:09:30, 2127 ნახვა
სამხედრო
მამუკა ბახტაძე: ჩვენი მთავარი მიზანია თანამედროვე სტანდარტების მქონე და თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება
"ჩვენი მთავარი მიზანია თანამედროვე სტანდარტების მქონე და თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც იქნება სრულ თანხვედრაში ნატოს სტანდარტებთან და ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა მამუკა ბახტაძემ სამხედრო ავიაციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს საჰაერო სივრცე თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი დაცვა ქვეყნის ღირსების საქმეა. მამუკა ბახტაძის თქმით, ამ საქმეში საქართველოს ფასდაუდებელ დახმარებას უწევენმოკავშირე და პარტნიორი ქვეყნები. „ვულოცავ ამ დღეს ყველას, ვინც საქართველოს საჰაერო სივრცის სადარაჯოზე დგას, თითოეულ სამხედრო მფრინავს, მთელ საჰაერო ძალებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას საქართველოს ერთგული და უანგარო სამსახურისთვის. თქვენი სახით დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს პროფესიონალი, მაღალ დონეზე მომზადებული კადრები, რომლებიც სულ უფრო უახლოვდებიან საერთაშორისო სტანდარტებს. ქართულ სამხედრო ავიაციას 26-წლიანი გამოცდილება აქვს. თუმცა, მისი ისტორია 100 წელს ითვლის და 1918 წლიდან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა. საამაყოა, რომ ჩვენმა სამხედრო მფრინავებმა ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გამოიჩინეს თავი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთ ინიციატივას წარმოადგენს. „სწორედ ეს განაპირობებს ჩვენს განსაკუთრებულ სტრატეგიულ ურთიერთობას საფრანგეთთან, რომელიც ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს ამ საქმეში. ამჟამად უკვე საქართველოშია საჰაერო თავდაცვის სისტემები - რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომელთა ჩამოტანა ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ამიერიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებული იქნება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, საჰაერო თავდაცვის საშუალებების გარდა, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით და დახმარებით ასევე უმჯობესდებაქართული სამხედრო ავიაციის საჰაერო-სატრანსპორტო და ლოგისტიკურიშესაძლებლობები. „მიმდინარეობს აგრეთვე შვეულმფრენების პარკის განახლება - რემონტი და მოდერნიზება, რაც ხელს შეუწყობს თვისებრივად ახალი, დასავლური სტანდარტების ქვედანაყოფის ფორმირებას. ეს შექმნის მყარ ბაზას მოძველებული ტექნიკის თანამედროვე საფრენი აპარატებით ეტაპობრივი ჩანაცვლებისათვის. შედეგად ქვეყანას ეყოლება მნიშვნელოვნად მაღალი შესაძლებლობების მქონე შვეულმფრენები, რომლებიც ეფექტიანად შეასრულებენ არა მარტო თავდაცვის სამინისტროს დავალებებს, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთვებიან ქვეყნის მასშტაბით სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ცერემონიის დაწყებამდე მამუკა ბახტაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სამხედრო ავიაციის დღესთან დაკავშირებითღონისძიება ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე გაიმართა, სადაც თავდაცვის სამინისტრომ ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო სარაკეტო სისტემები წარმოადგინა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვითსაქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა მიმართეს.
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
კობახიძე - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებშია, მათ შორის მათი ამომრჩევლის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)