20:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 10:59:05, 2157 ნახვა

ეკონომიკა
ბრიტანელი ღვინის იმპორტიორი: ქარვისფერი ღვინის მიმართ ინტერესი ლონდონში მოდურად იქცა

საქართველოს ბრიტანელი ღვინის იმპორტიორების, ჟურნალისტებისა და ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Swirl Wine Group"-ის მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში ბრიტანელი პროფესიონალები  იმერეთში, ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ შემდეგ კომპანიებს ეცნობიან: "ვარციხის მარანი",  "მეღვინეობა ხარება", „გიორგი ნათენაძის მარანი", "იაგოს მეღვინეობა", "მეღვინეობა სთორი", „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა", „მათრობელა ვაინსი",   „თელიანი ველი",  „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS", „გიუაანი" და „მეღვინეობა ლუკასი". ისინი ესტუმრნენ ასევე მეთუნე ზაზა კბილაშვილს, ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას კი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მეურნეობაში გაეცნენ.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, დენიელ ილსლის (Theatre of Wine) ინფორმაციით, ბრიტანელები ქართულ  ღვინოებს  დიდი ენთუზიაზმით აგემოვნებენ. „ეს ეხება ლონდონის  საზოგადოების ორივე ნაწილს: ლონდონში მცხოვრებ ტრადიციების მოყვარულ ადამიანებს, რომლებიც სიამოვნებით მიირთმევენ ქინძმარაულს და ახალგაზრდა ბრიტანელებს, რომლებსაც იტაცებთ ახალი არომატებისა და გემოების აღმოჩენა. უნდა აღინიშნოს, რომ  ქარვისფერი ღვინის მიმართ ინტერესი ლონდონში ამ დროისთვის მოდურად იქცა, ღვინის ბარებში, რესტორნებში, პრესამ და კარგმა პიარმა მომხმარებელს ინტერესი გაუჩინა მათ მიმართ.  უნიკალური არომატები, ინდივიდუალური წარმოების ტექნიკა, ისტორიის მნიშვნელობა, ეს ის ფაქტორებია, რითაც ქართულმა ღვინომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ღვინის ბაზრის, ბრიტანეთის  ყურადღება მიიპყრო", - აღნიშნა მან.

ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრ სარა ებოტის მარკეტინგულ კომპანია „Swirl Wine Group"-თან 2017 წლიდან თანამშრომლობს. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ბრიტანელი პროფესიონალების წინაშე ქართული ღვინის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა.

მიმდინარე წლის  8 თვის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 53 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 17%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics