17:20 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 18:02:45, 3034 ნახვა

სამართალი
დიმიტრი ქუმსიშვილი ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს.

ამის შესახებ ქუმსიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურაში განუცხადა.

მან უწყებაში შესაბამისი განცხადება უკვე შეიტანა.

„დიმიტრი ქუმსიშვილის სახელი და გვარი არის ბინძურად გამოყენებული არაერთ ეპიზოდში, ეს არის ფაბრიკაცია. ჩვენ კარგად ვიცით, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ განცხადების გაკეთებისგან, როგორ, რანაირად დაიგეგმა და რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, შეიძლება ვიღაც, შესაძლო მეწარმე სუბიექტებს არ უნდოდათ ბიუჯეტში თანხების გადახდა და ეს ყველაფერი ფაბრიცირებული ჩანაწერები, სახელების და გვარების გამოყენება, არის სწორედ მიმართული დიმიტრი ქუმსიშვილის დისკრედიტაციისკენ. რა და როგორ იყო, დასვან შეკითხვები და ამ შეკითხვებზე მივიღებთ პასუხს. ანგაჟირება თემისა, რომ დიმიტრი ქუმსიშვილმა რაღაც დანაშაული ჩაიდინა ან თუ მისი სახელით ვინმემ ისპეკულირა, ამისთვის პასუხი უნდა აგოს ნებისმიერმა პირმა“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics