|
2018-09-27 12:29:45, 2033 ნახვა
კომენტარი
იზორია: წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებამ განაპირობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან განმარტება გააკეთა სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შესახებ, სადაც თავდაცვის უწყების წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდაზეა საუბარი. ლევან იზორიას განცხადებით, წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებამ განაპირობა. “მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ხარჯების მატება გარკვეულმა ობიექტურმა გარემოებებმა განაპირობა. 2017 წელს ჩვენ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვქონდა - გამოვყოფდი ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტს, რომლის ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 400 000 ლარი შეადგინა. ამავე წელს პირველად ჩატარდა სამხრეთ-აღმოსავლეთის თავდაცვის მინისტერიალი (SEDM), რაც ასევე, დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ამან ჯამურად მოგვცა სწორედ ის განსხვავება, რაც 2016 წლის ბიუჯეტით იყო წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის განსაზღვრული", - განაცხადა მინისტრმა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების დაფინანსება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია და მომავალშიც გაგრძელდება. „ხარჯების ზრდა ობიექტური გარემოებებითაა განპირობებული და ამას წლევანდელი წარმომადგენლობითი ხარჯებიც მოწმობს, რომელიც 10 თვის მონაცემებით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან იყო და იქნება გაცილებით ნაკლები ჯამურად, ვიდრე 2017 წელს იყო. თუ დააკვირდებით გასული 8 წლის წარმომადგენლობით ხარჯებს, ნახავთ, რომ დინამიკა არის ძალიან განსხვავებული და ეს განსხვავება განპირობებულია მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებით“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.
(NS)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)