|
2018-09-27 11:54:11, 2212 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე ლონდონის სასამართლოში მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ბინძურ პროვოკაციად აფასებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ლონდონის სასამართლოში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ბინძურ პროვოკაციას უწოდებს. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერ სასამართლოში დაამტკიცებს, რომ არც თავისუფალ მედიაზე და არც ბიზნესზე ზეწოლას არ ახდენს. "ამ საქმის დიდი ნაწილი არის ბინძური კამპანია. ეს არის კარგად მოფიქრებული პროვოკაცია ჩვენი სახელისუფლებო გუნდის წინააღმდეგ. როდესაც სიმართლე არსებობს ეს სიმართლე თბილისშიც, ლონდონშიც და ვაშინგტონშიც იქნება ერთნაირი. ჩვენ ამ საქმეში აბსოლუტურად პირნათელი ვართ. არავითარი კანონდარღვევა, არავითარი გეგმა მედიის ან ბიზნესის წინააღმდეგ ჩვენი მხრიდან არ არსებობს და ამის დამტკიცება ყველგან იქნება შესაძლებელი. მოვუწოდებ ყველა ოპონენტს, რომელმაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენეს ეს საკითხი, კარგად დაფიქრდნენ და ის რითაც თავად გაითქვეს სახელი, ნუ ჰგონიათ, რომ გახდება ჩვენი ხელისუფლების დროს საკითხი და პრობლემა“-განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, „ომეგა ჯგუფმა“ ლონდონის სასამართლოში საქართველოს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურა დაიწყო. „ომეგას“ ინტერესებს მსოფლიოში ცნობილი საადვოკატო ფირმა "ფილდფიშერი" დაიცავს. იურისტების მიერ შედგენილ სიაში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძიინა ივანისვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ყოფილი სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანი და სახემწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზო ჩუბინიძე არიან.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)