16:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 13:15:49, 394 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: კვლევები გვაძლევს საშუალებას, საკუთარი თავი შევაფასოთ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მომზადებული ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო და ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს თანამედროვე დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთი მექანიზმი არის სწორედ მსგავსი ანალიზების ყურადღებით გაცნობა.
"მინდა მადლობა გადავუხადო "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" ამ საინტერესო კვლევისთვის, რომელიც ჩვენს წინაშეა წარმოდგენილი. მინდა აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ კვლევის მიგნებები გაზიარებული იყო ყველა მოქმედ სტრუქტურასა და პირთან, რომლებსაც შეეძლოთ ანგარიში ჩამოთვლილ საკითხებთან მიმართებაში აქტიურ კომუნიკაციაში ყოფილიყვნენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თანამშრომლებთან, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო აღრმავებს და საინტერესოს ხდის ამ ნაშრომს, რადგან ეს არის არა ერთ კარში თამაში, არამედ ინტერაქტიული პროცესი, როდესაც აქტიურ დიალოგში ჩართულია ისიც, ვის და რასაც იკვლევენ.
მეორე ძალიან საინტერესო მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ ასეთი კვლევები გვაძლევს საინტერესო შესაძლებლობას შევაფასოთ საკუთარი თავი, დავინახოთ ობიექტური სურათი. მეტიც, შესაძლებელია რაღაცას არ დავეთანხმოთ, მაგრამ შევიდეთ დიალოგში ამ საკითხებთან დაკავშირებით, დისკუსიით კი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი საზოგადოებრივ- პოლიტიკური ცხოვრება. რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ დღეს ჩვენი საზოგადოება ცხოვრობს აქტიური დისკუსიის ფონზე. ეს ერთი მხრივ, დამახასიათებელია ჩვენი ხასიათის და ტემპერამენტის, მაგრამ მეორე მხრივ, გარანტიაა იმის, რომ საქართველო განვითარდება, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო. სწორედ დისკუსიები, რომელშიც ჩართულია არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ მთელი საზოგადოება არის ფუნდამენტი და საწყისი იმ პროცესისა, რასაც ჰქვია ქართული დემოკრატია. ამ თვალსაზრისით, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ის როლი, რომელსაც არასამთავრობო სექტორი თამაშობს. ჩვენ ყურადღებით ვეცნობით ამ ანალიზს, ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და ორიენტირი იმასთან დაკავშირებით, როგორ და რა მიმართულებით შესაძლოა იყოს პრობლემები, ასევე იმის შესახებ, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სახელმწიფო. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდეს როგორც თანამედროვე, ევროპული, სახელმწიფო. თანამედროვე, ევროპული საქართველო კი გულისხმობს ინსტიტუტების მიერ ერთმანეთის მუშაობის ბალანსს, ერთმანეთის გაკონტროლებას და ქვეყნის განვითარების პროცესში აქტიურ მონაწილეობას - აქტიურ მონაწილეობას არა სიჩუმის რეჟიმში, არამედ ღია, გახსნილი დიალოგის კონტექსტში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები მისი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. "ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. გამოვთქვამ ჩემს მათდამი მხარდაჭერას და მომავალში, მათთან ახლო თანამშრომლობის სურვილისა და იმედს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics