16:18 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 11:34:48, 511 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: თანამედროვე სახელმწიფო გულისხმობს იმას, რომ ინსტიტუტების გაკონტროლება ხდება

არასამთავრობო ორგანიზაცია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უახლესი კვლევის — საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების პრეზენტაციას მართავს.
კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიული სისტემა: ძირითადი ინსტიტუტები 2011-2015 წლებში“, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნა.
მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიას ეკა გიგაურმა და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართეს.
 კონფერენციის გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა,  რომ, თანამედროვე სახელმწიფო გულისხმობს იმას, რომ ხდება ინსტიტუტების გაკონტროლება, დაბალანსება და უზრუნველყოფილია ყველა ინსტიტუტის ჩართულობა. მისივე თქმით,  ეს ჩართულობა და თანამონაწილეობა უნდა ხდებოდეს არა სიჩუმის რეჟიმში, არამედ — გახსნილი, ღია დიალოგის კონტექსტში.
"შეფასდა არა მხოლოდ სახელისუფლებო ინსტიტუტები, არამედ შეფასდა მთელი სპექტრი იმისა, რასაც წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო, მასმედიის, პოლიტიკური პარტიების, მათ შორის იმ პოლიტიკური პარტიების ჩათვლით, რომლებიც შესაძლოა, ჯერ არ არიან ხელისუფლებაში, არასამათავრობო სექტორის ჩათვლით, ხდება ინსტიტუტების დაბალანსება, ინსტიტუტების მიერ ერთმანეთის გაკონტროლება, ერთმანეთის მუშაობის ბალანსი, ამ თვალსაზრისით, ყველა ინსტიტუტის ჩართულობა, აქტიური მონაწილეობა, და რაც მთავარია, ეს არა სიჩუმის რეჟიმში, არამედ ძალიან აქტიური დიალოგის გამჭვირვალობის კონტექსტში",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ანგარიშში  ქვეყნაში  12 ძირითადი ინსტიტუტის საქმიანობაა მიმოხილული. ორგანიზაცია მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს  პოზიტიურად აფასებს, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე კი, გარკვეულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს. გარდა ამისა, ანგარიშში გაწერილია რეკომენდაციებიც.
"უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას.ალბათ, უნდა ჩატარდეს უფრო ეფექტური საჯარო სამსახურის რეფორმა  და საჯარო სამსახური უნდა გახდეს აპოლიტიკური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ და მხოლოდ არ ხდებოდეს სამართალდამცავი უწყებების გაძლიერება და სხვა ინსტიტუტების გაძლიერებაზეც გაკეთდეს აქცენტი.მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს არაფორმალური მმართველობის სისტემა, რაც სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს",-განაცხადა  "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტრომა ეკა გიგაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics