|
2018-09-19 17:31:24, 2310 ნახვა
კომენტარი
ნატო ჩხეიძე - იმ ფონზე, როცა „იბერია“ და „ომეგა ჯგუფი“ განსაცდელშია, „პატრიოტთა ალიანსის“ ხმა ვერსად გავიგონე
„პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა „ომეგა ჯგუფის“ მიმართ თანადგომა გამოხატეს, მედიისა და ბიზნესის დასაცავად. ამ საყოველთაო განწყობის ფონზე, სამწუხაროდ, ვერსად გავიგონე „პატრიოტთა ალიანსის“ ხმა და ამის გამო, გაუმართლებლად მიმაჩნია ჩემი ყოფნა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა. როგორც ჩხეიძემ აღნიშნა, პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს მუშაობას. „ამ ორ კვირაში, სესიიდან სესიამდე საკმარისზე მეტი მავნე და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება მოასწრო დღევანდელმა ხელისუფლებამ. ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტად ნარკოპლანტაციები დასახა და მარიხუანა მწვანე ოქროდ წარმოგვიდგინა. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი და ანტიმორალური გადაწყვეტილება, რასაც ქართულმა ეკლესიამ დროულად შეუშალა ხელი, მაგრამ ჩანს, რომ ჯერ ვერ აღკვეთა. ამავე 2-კვირაში გახმიანდა კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი და მეტად მტკივნეული მოვლენა - სამთავრობო შეტევა მედიასა და ბიზნესზე. განსაცდელშია ტელეკომპანია „იბერია“, განსაცდელშია „ომეგა ჯგუფში“ დასაქმებული 1500-მდე ადამიანი, დახურულია საწარმო. ამ მოვლენებმა გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი, რასაც ქვეყანაში მოქმედი ოპოზიციური პარტიების თითქმის მთელი სპექტრი შეუერთდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა „ომეგა ჯგუფის“ მიმართ თანადგომა გამოხატეს, მედიისა და ბიზნესის დასაცავად. ამ საყოველთაო განწყობის ფონზე, სამწუხაროდ, ვერსად გავიგონე „პატრიოტთა ალიანსის“ ხმა. ამის გამო გაუმართლებლად მიმაჩნია ჩემი ყოფნა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და შესაბამისად, პარტიიდან გავდივარ. ვიმედოვნებ რომ პარლამენტში, დროის გარკვეულ მონაკვეთში მოინახება ერთი დეპუტატი, რათა „საქართველოს პატრიოტთა" ფრაქციამ ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელოს საპარლამენტო საქმიანობა და იმ ერთმა დეპუტატმა ჩამანაცვლოს მე. მე საპარლამენტო დეპუტატის მოვალეობის შესრულებას გავაგრძელებ დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)