|
2018-09-17 17:46:51, 3106 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორთან საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმა განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის სამდივნოს დირექტორი იანეშ კოპაჩი ხელმძღვანელობს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა და ირმა ქავთარაძე და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი. „ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ჩვენ ენერგეტიკული სექტორის რეფორმაში გვეხმარება. რეფორმა ითვალისწინებს უმნიშვნელოვანეს ინიციატივებს, როგორიცაა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბება, ენერგოეფექტურობის დანერგვა მშენებლობასა და სხვა სექტორებში და სხვ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იანეშ კოპაჩთან შეხვედრის შემდეგ. „მიგვაჩნია, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად დავაჩქარებთ რეფორმის დანერგვას, რაც მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოს ენერგოსექტორის ეფექტურობის ამაღლებას," - განაცხადა გიორგი ქობულიამ. „ჩვენ განვიხილეთ ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმების ყველა დეტალი. როგორც ჩანს, მინისტრი ძალზედ დაინტერესებული ამ საკითხებით, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს. მინისტრი იმ დეტალებით დაინტერესდა, რაც შესაბამისი კანონის მიღებისა და დანერგვის აუცილებელი წინაპირობებია. ზოგადად, ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა. ჩვენ ასევე შევათანხმეთ სამომავლო შეხვედრები იმ დეტალებზე სასაუბროდ, რომლებიც დამატებით განხილვას საჭიროებს“, - განაცხადა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა იანეშ კოპაჩმა.
(NS)
ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ტურისტების ჯგუფს სცემეს
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს
გარემოს ეროვნული სააგენტო: 29-31 აგვისტოს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)