12:41 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-07 10:22:09, 337 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი ბათუმში 5 ვარსკვლავიან სასტუმრო „ლეო გრანდს“ გახსნის

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს აჭარას ეწვევა და ბათუმში 5 ვარსკვლავიან სასტუმრო “ლეო გრანდს” გახსნის. 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში 35 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

182 ნომრიან სასტუმროში საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრია განთავსებული. სასტუმროში 700 ადამიანიდასაქმდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,  აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ორბი ჯგუფის" ახალი პროექტის  “Oრბი Bეაცჰ თოწერ”-ის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. 39 სართულიანი, 785 ნომერზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსის ინვესტიციის მოცულობა 40 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობაზე დასაქმებულია 400 ადამიანი, მშენებლობისდასრულების შემდგომ კი 200 ადამიანის დასაქმდება.

 სასტუმროს მშენებლობა 2013 წლის მარტში დაიწყო და 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics