|
2018-09-17 12:39:22, 2117 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი კანაფის კანონპროექტზე: საპატრიარქოს აზრს აქვს ძალიან დიდი გავლენა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი კანაფის კულტივაციის თემაზე პატრიარქის განცხადებას ეხმაურება. ჩუგოშვილის თქმით, კანონპროექტი ორი ნაწილისგან შედგება. პოლიტიკოსი განმარტავს, რომ კანონპროექტის პირველ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც მოხმარების რეგულაციას შეეხება, ნაკლები დისკუსია არსებობს და დასძენს, რომ აზრთა სხვადასხვაობა კანონპროექტის მეორე ნაწილმა გამოიწვია, რომელიც ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციის საკითხს შეეხებოდა. „ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ გადავდოთ ამ საკითხის განხილვა, რადგან, როგორც ჩანს, საზოგადოების თითქმის ყველა წრეში ამან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ან ჩვენ გვჭირდება, ერთი მხრივ, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, თუ ზუსტად რა იგულისხმება, ან ჩვენ გვჭირდება, რომ მეტად მოვისმინოთ მოსახლეობის აზრი ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან არის რეაქციები არაერთგვაროვანი და გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა. ბუნებრივია, იმიტომ რომ არ არის მარტივი საკითხი, ამიტომ დამატებით დროს გამოვიყენებთ კონსულტაციებისთვის და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ გავაგრძელებთ ამ კანონმდებლობაზე მუშაობას. ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციისა და ექსპორტის მიზნებისთვის ნაწილს, პირადად მე ვეთანხმები, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. გადამწყვეტი იყო მთლიანად საზოგადოების პოზიცია, რადგან საერთო პოზიცია იყო ნეგატიური ამ საკითხის მიმართ და ამიტომ არ გამოვყოფდი რომელიმე ერთ ჯგუფს, თუმცა, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს აზრს აქვს ძალიან დიდი გავლენა", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)