18:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 12:26:24, 2163 ნახვა

კომენტარი
​„კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება“ - მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც კანაფის კანონპროექტს ეხება. 

სასულიერო პირი პრეზიდენტობის კანდიდატს აკრიტიკებს და მას "კანაფის დედოფალს" უწოდებს. 

„შეიძლება თუ ვერ გაიმარჯვა იმას ფიქრობს, რომ მერე ერთ ლიცენზიას მაგის აიღებს. იყო ხოლმე გამოთქმა, ფეხბურთს როცა ვთამაშობდით ახალგაზრდობაში, იყვნენ ხოლმე ადამიანები გამოდიოდნენ და ამას ვიზამ, იმას ვიზამო და კრამიტებს რაკარუკი არ აუტეხოო, ვეტყოდით ხოლმე და არ ვიცი, რა უნდა ქნას ახლა ქალბატონმა სალომემ, სად აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მაგის სიტყვას უსმინონ. შეხვედრებზე ნახეთ, სადაც დადის, მასწავლებლები ჰყავთ, კარგად ვიცი რა ხდება და ეს პიარ ტექნოლოგიები კარგად ვიცი. თუ იმას ამბობს, რომ კანაფს ჩაუდგება, კანაფის დედოფალი შეიძლება გახდეს. ის არ ვიცი ახლა, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ "კანაფის დედოფალი" ნამდვილად გახდება,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ  კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას თავად გაუძღვება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics