03:50 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-14 13:37:48, 1763 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე ანაკლიის პორტის პროექტს განიხილეს

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში", საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე,  ანაკლიის პორტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს და სტუმრებს პროექტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის"  გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა წარუდგინა. ანაკლიის პორტის შესახებ ისაუბრეს სადისკუსიო პანელზე, სახელწოდებით „ლურჯი ზრდის საზღვაო კლასტერების და ძირითადი პროექტების როლი საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში". აღნიშნულ პანელში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა.

საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობა მიიღო ანაკლიის პორტის პარტნიორი კონსტანცას პორტის წარმომადგენლობითმა დელეგაციამაც პორტის დირექტორის ნიკოლაი დან ტივლიკის ხელმძღვანელობით. კონსტანცას პორტის მენეჯმენტი ანაკლიის პორტის ტერიტორიასაც ესტუმრა, მიმდინარე მშენებლობას მოინახულა და ანაკლიის პორტის გენერალურ დირექტორთან, ლევან ახვლედიანთან შეხვედრა გამართა.   

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მხარდამჭერი და გენერალური სპონსორია. ფორუმი ბათუმში მეორედ ჩატარდა და მისი  მიზანი საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯის ამაღლება და მსოფლიოს მასშტაბით პოპულარიზაციაა. ფორუმს საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის მაღალი რანგის პირები დაესწრნენ, მათ შორის, საერთაშორისო საზღვაო  ორგანიზაციის  (IMO) გენერალური  მდივანი, ლიმ კიტაკი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, ევროკომისრები, საზღვაო სფეროს სხვა წარმომადგენლები.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში 12-14 სექტემბერს საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის  პატრონაჟითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics