|
2018-09-14 13:25:22, 1678 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: ჩეხ მინისტრთან შეხვედრისას მათი კომპანიების მიერ წარმოების საქართველოში გადმოტანის საკითხი განვიხილეთ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობებისა და საქართველოში ცალკეული ჩეხური წარმოებების შესაძლო გადმოტანის საკითხები განიხილეს. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი კავშირები საგარეო ვაჭრობაში, რომელიც ბოლო წლებია ზრდის დინამიკით ხასიათდება. აღინიშნა, რომ 2018 წლის პირველ 7 თვეში საქართველოსა და ჩეხეთში სავაჭრო ბრუნვა 35 პროცენტით, ხოლო ექსპორტი საქართველოდან 9 პროცენტით გაიზარდა. ამავე დროს, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. 2017 წელს ჩეხეთიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 142,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 64 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჩეხ კოლეგასთან შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასა. „ჩეხეთი ჩვენი ერთ-ერთი დიდი პარტნიორია როგორც სავაჭრო, ისე ინვესტიციების თვალსაზრისით. ჩვენ განვსაზღვრეთ მთელი რიგი პროექტების, რომლებიც დაგვეხმარება ჩეხეთთან ურთიერთობების გაორმაგებაში. აქ ლაპარაკია არა მხოლოდ ვაჭრობაზე, არამედ ჩეხური ინვესტიცებისა და ტექნოლოგიების საქართველოში გადმოტანაზე. ჩეხეთი არის ერთ-ერთ ქვეყანა, რომელიც ძალიან ამაყობს თავისი ტექნოლოგიებით. შეხვედრაზე იყო ლაპარაკი, რომ არა მხოლოდ მოგვყიდონ პროდუქცია, არამედ გადმოიტანონ წარმოებები და გახსნან აქ“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ტურისტების ჯგუფს სცემეს
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს
გარემოს ეროვნული სააგენტო: 29-31 აგვისტოს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)