02:45 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-13 19:13:45, 1365 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია - საზღვაო ფორუმზე დავგეგმეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც მწვანე ეკონომიკის პროექტებს შეეხება

საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) საქმიანობენ, აღნიშნული ორგანიზაციები ერთობლივად განახორციელებენ ინიციატივებს IMO-ს სტანდარტების მისაღწევად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბათუმში, საერთაშირისო საზღვაო ფორუმის ერთ-ერთ დისკუსიაზე, რომელიც EBRD-სა და  IMO-ს შორის კოოპერაციის საკითხებს მიეძღვნა.

„ვფიქრობ, ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ძალიან პროდუქტიული შედეგით დასრულდა. ჩვენ გვქონდა საინტერესო დისკუსიები და დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მონაწილეობით ჩატარებულ დისკუსიის შემდეგ დაიგეგმა ისეთი ინიციატივები, როგორიცაა პორტების დასუფთავებისთვის გამიზნული ინვესტიციების მხარდაჭერა და სხვ. როგორც დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, აღნიშნული პროექტების ინიცირება კომერციული სექტორიდან მოხდება და მწვანე ეკონომიკას შეეხება. მსგავსი სახის პროექტებს EBRD დააფინანსებს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია, რამდენიმე პროექტის დაფინანსება. მისი თქმით, ისინი დაკავშირებულია პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასთან პორტებში, მაგალითად, საქართველოს პორტებში იქნება დაფინანსებული სწავლება დაკავშირებული გამონაბოლქვების კონტროლთან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics