17:25 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-13 13:52:05, 758 ნახვა

რეგიონი
სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები საინფორმაციო შეხვედრას მართავენ

ამ წუთებში, სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სამინისტროს ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის მიზანს ბავშვთა ორგანიზებული დაწესებულებების სასწავლო პროცესისათვის მზადყოფნის ხელშეწყობა წარმოადგენს.

შეხვედრას მინისტრები, ზაალ მიქალაძე და ინგა შამილიშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის, რესურსცენტრების, ბაღების გაერთიანებებისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება სკოლის მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პირველადი პრევენციული ღონისძიებებით უზრუნველყოფაზე, ორგანიზებული ჯგუფების იმუნური სტატუსის სრულყოფაზე, მოსწავლეთა, მშობელთა და პედაგოგთა ცნობიერების გაზრდაზე პრიორიტეტულ დაავადებათა პრევენციის შესახებ. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ წარდგენილ იქნება ინფორმაცია ქვეყნისა და რეგიონის დონეზე არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ, ვაქცინოპროფილაქტიკის მნიშვნელობის, 2018 წელს ეპიდემიის სალიკვიდაციოდ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასევე გაიცემა რეკომენდაციები ორგანიზებულ დაწესებულებებში (სკოლკებსა და ბაღებში) ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics