|
2018-09-11 11:44:59, 1023 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
საქართველოს საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, საგზაო უსაფრთხოების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების პროგრესი და სხვა მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია და მისი სამუშაო ჯგუფი ფუნქციონირებს საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებულ ფორმატში, რაც, ძირითადად, მოიცავს საგზაო უსაფრთოხების მიმართულებით პასუხისმგებელ უწყებებს შორის კოორდინაციის განხორციელებას და ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და მათ შემდგომ შესრულებას. 2018 წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი ამოცანებია: · ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის ხარისხის ამაღლება; · საგზაო მოძრაობის კონტროლის ეფექტიანობის ამაღლება; · საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების და მათი შედეგების აღრიცხვის პროცესის გაუმჯობესება; · საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაშავებულთათვის, დროული, ადეკვატური, მაღალი ხარისხის სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიწოდება; · სოციალური კამპანიები, რომლებიც მიმართულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევის გაუმჯობესებაზე და სხვა. საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის და მისი სამუშაო ჯგუფის ფუნქციონირებაში ჩართულები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნული კომისიისა და სამუშაო ჯგუფის საქმიანობას უწევს კოორდინაციას.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)