2015-06-05 19:00:33, 449 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი: მე ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი არ ვარ
დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი არც ადასტურებს და არც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას ესწრება.
კითხვაზე რა მოსაზრება აქვს ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე
ქუცნაშვილმა ასე უპასუხა: „მე გეტყვით, მე რა მოსაზრება მაქვს, სხვა ყველა გააკეთებს თავის შეფასებას. მე ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი არ ვარ“,-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელმაც საპარალამენტო უმრავლესობის სხდომა დატოვა, რის მიზეზადაც სამძიმარზე წასვლა დაასახელა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან