|
2018-09-10 18:09:44, 548 ნახვა
რეგიონი
12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიმართება
12-14 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პატრონაჟით, ქალაქ ბათუმში მეორედ გაიმართება საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 'Georgia International Maritime Forum 2018'. აღნიშნული ფორუმის უმთავრესი მიზანი საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯის ამაღლება და პოპულარიზაციაა მსოფლიოს მასშტაბით. ფორუმს დაესწრებიან საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის მაღალი რანგის პირები: საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (International Maritime Organization) გენერალური მდივანი, ბატონი ლიმ კიტაკი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, ევროკომისრები, სხვადასხვა საზღვაო სფეროსა და ტრანსპორტის მინისტრები და ამ სფეროს სხვა გავლენიანი პირები, როგორც სახელმწიფო (შავი ზღვის, კასპიის ზღვის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები), ასევე ბიზნეს წრეებიდან და საერთაშორისო მედია. პირველ ფორუმს ბათუმმა უმასპინძლა 2016 წლის სექტემბერში, და როგორც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შეაფასა - იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსგავს ფორუმებს შორის. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა 40-მდე ქვეყნის 400-მდე დელეგატი, მათ შორის მსოფლიოს წამყვანი საზღვაო სახელმწიფოების ტრანსპორტის მინისტრები, საზღვაო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის პირები. ფორუმის ხელშეწყობით: - გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმები მსოფლიოს წამყვანი საზღვაო სახელმწიფოების საზღვაო ადმინისტრაციებთან, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართველი მეზღვაურების დასაქმების არეალის გავრცელებას; - საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში 2016 წელს რეგისტრირებული იყო საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 10 მცურავი საშუალება, დღეს ეს ციფრი 35 ერთეულამდე არის გაზრდილი; - უკრაინასთან გაფორმდა საბორნე მიმოსვლის შესახებ მემორანდუმი; - დაარსდა ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციის საქართველოს ფილიალი; - გაიზარდა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის ცნობადობა და ინტერესი მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიაში; აღნიშნული ფორუმის კვირეულის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია რიგი სემინარები და შეხვედრები: · „გლობალური საზღვაო ენერგო ეფექტურობის ურთიერთთანამშრომლობის" (GloMEEP) ეროვნული სემინარი ნავსადგურების გამონაბოლქვსა და ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებით; · რეგიონალური ვორქშოპი – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამოქალაქო პასუხისმგებლობის კონვენციების შესახებ; · ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) რიგით მეორე სადამკვირვებლო კომიტეტის შეხვედრა შავი და კასპიის ზღვების პროექტის ფარგლებში; · ხმელთაშუაზღვის ურთიერთგაგების მემორანდუმის ნავსადგურის სახელმწიფო სახელმწიფო კონტროლის შეხვედრა, · შავ ზღვაზე პატარა ზომის საკრუიზო ბიზნესში ინვესტირების შესახებ ვორქშოპი . ცნობისთვის, საერთაშორისო საზღვაო ფორუმი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
(NS)
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)