15:50 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 14:20:52, 458 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ თანამშრომლებთან თათბირი გამართა

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს, მერიის სამსახურებს და მერიის ქვემდებარე სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა.

მორიგ თათბირზე განხილული იქნა 2018 წლის მესამე კვარტლის დავალებების შესრულების, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში განხორციელების საკითხი.

თათბირზე ყურადღება გამახვილდა საჯარო სკოლებში, სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლების, სკოლების, ბაგა-ბაღების მომზადების, ბავშვთა ტრანსპორტირების საკითხებზე.

განხილული იქნა აგრეთვე 2018-2019 წლების შემოდგომა-ზამთრისთვის მზადების საკითხი. აღინიშნა, რომ უკვე დაიწყო სოფლებსა და დასახლებულ უბნებში გაზსადენი მილების საპროექტო სამუშაოები.

თათბირზე ხაზი გაესვა სანიტარულ-ჰიგიენური წესრიგის გაუმჯობესების საკითხებს. ყოველკვირეულად ჩატარდება დასუფთავების აქციები, რომელშიც სახელმწიფო დაწესებულებები და მოსახლეობაც მიიღებს მონაწილეობას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics