|
2018-09-08 12:31:39, 789 ნახვა
რეგიონი
კახეთში რთველი შეფერხების გარეშე გრძელდება
რთველი-2018-ის ფარგლებში, ყურძნის გადამუშავების განვლილი დღე-ღამის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია: 50-მდე ღვინის საწარმოს ყურძენი 925-მა მევენახემ ჩააბარა, სულ დღეღამურად გადამუშავდა 6 ათას ტონამდე ყურძენი. 08 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 23 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 14 ათას ტონამდე საფერავი, 5 ათას ტონამდე რქაწითელი, 800 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მევენახეების შემოსავალმა 37 მლნ ლარს გადააჭარბა. „განვლილ დღე-ღამეში 6 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ნიშნავს, რომ რთველი პიკურ ფაზაშია. რამდენიმე საწარმო, რომელიც რთველის პროცესში დასაწყისიდან ჩაერთო, გადაივსო და ამ ეტაპზე შეაჩერა მუშაობა, რაც არის ჩვეულებრივი მოვლენა რთველის დროს. ამის მიუხედავად, ყურძნის ჩაბარება არ შეფერხებულა, რადგან რთველის პროცესში ახალი საწარმოები ერთვებიან. კახეთის ყველა რეგიონში ღვინის საწარმოები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ ყურძნის მიღებას", - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა. ყურძნის გადამუშავების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, მევენახეებს მხოლოდ რამდენიმე საათი მოუწიათ რიგში დგომა, რაც აქტიური რთველისთვის დამახასიათებელი, ჩვეულებრივი მოვლენაა. ყურძნის ჩაბარების შესაძლებლობა ყველა მევენახეს მიეცა. 7 სექტემბერს, კახეთის მასშტაბით რთველის პროცესში ჩართული იყო 50 კომპანია: - გურჯაანში - 16, თელავში - 16, ყვარელში - 10, ახმეტაში - 3, დედოფლისწყაროში - 1, ლაგოდეხში - 1, საგარეჯოში - 2 და სიღნაღში - 1. რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 150-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. ყურძენი უკვე გადაამუშავა 71-მა ღვინის კომპანიამ.
(NS)
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)