|
2015-06-05 16:15:18, 457 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში ელისაბედ II-ის იუბილე კონცერტით აღინიშნა
დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის დაბადების დღის აღსანიშნავად საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმპროვიზირებული კონცერტი ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის თანამშრომლებისთვის ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა და უელსის პრინცის დივიზიის ბენდმა მსოფლიო ჯაზის შედევრები შეასრულეს. კონცერტის მოსასმენად თავდაცვის უწყებას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესიც ესტუმრა. იმპროვიზირებულ კონცერტს ბრიტანული ორკესტრის ხელმძღვანელი, კაპიტანი პოლ კოლისს სმიტი დირიჟორობდა. როგორც მან აღნიშნა, ქართველმა და ბრიტანელმა მუსიკოსებმა ერთობლივი რეპერტუარი 45 წუთში მოამზადეს. მიუხედავად დროის სიმცირისა, მუსიკოსებმა ჯაზ-კომპოზიციები ვირტუოზულად შეასრულეს. ბრიტანული ორკესტრი თბილისში სპეციალურად დედოფლის იუბილის აღსანიშნავად ჩამოვიდა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)