|
2018-09-05 14:20:21, 1054 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტმა გიგა მაქარაშვილმა „იბერიის“ ეთერში მარიხუანა მოწია - ტელევიაზიაში პოლიცია გამოიძახეს
ჟურნალისტმა გიგა მაქარაშვილმა ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა "თავისუფალი სივრცის" პირდაპირ ეთერში მარიხუანა მოწია. გადაცემის წამყვანის არჩილ გამზარდიას განცხადებით, ამის გამო სტუდიაში მყოფმა კიდევ ერთმა სტუმარმა "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პოლიცია გამოიძახა. გადაცემის მთავარი თემა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია იყო. "მარიხუანა არ არის ცუდი. მარიხუანაზე დამოკიდებული ადამიანები მე ნაკლებად გამიგია. ვინმეზე მოწოდება რომ არ გამომივიდეს, ამიტომ მეც ერთ ნაპასს დავარტყამ", - განაცხადა მაქარაშვილმა და მარიხუანას მოუკიდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიაში სამართალდამცველები მივიდნენ. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. "მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მე-10 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, კერძოდ კანონით იკრძალება ამ ნარკოტიკული საშუალების რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენების, შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ფიზიკური პირის მიერ. აღსრულებაზე პასუხისმგებელი არის ჯანდაცვის სამინისტრო, ამიტომ ამ ყველაფერს აღასრულებს ჯანდაცვის სამინისტრო", - აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)