15:35 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 12:42:09, 1028 ნახვა

სამართალი
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნის დეტალებზე საუბრობს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს რაიან სმიტი არ მოუკლავს. 

როგორც ადვოკატმა განმარტა, დასკვნამდე რაიან სმიტის ცხედრის გამოკვლევა ჩატარდა. 

„სიახლეები გვაქვს გარკვეული კუთხით. მოგვივიდა მნიშვნელოვანი დასკვნა. გამოძიების მოთხოვნით იყო ჩანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რითაც უნდა მომხდარიყო რაინ სმიტის გვამის გამოკვლევა. ექსპერტიზის დასკვნამ აჩვენა, რომ რაიან სმიტს მიყენებული აქვს სამი ჭრილობა. აქედან ერთი არის წელის არეში, მეორე ჭრილობა არის შუბლის მიდამოდან შემავალი, მესამე - გამომავალი კისრის არეში. ნასროლია ახლო მანძილიდან. ახლო მანძილად მიიჩნევა დაახლოებით 1 მეტრი. ასევე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რაიან მაიკლ სმიტს სიცოცხლეში, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიყენებული აქვს რამდენიმე დაზიანება, სამი-ოთხი დაზიანება -  წვივის არეში, გულმკერდის, იღლიისა და მუცლის არეში. ანუ ლოგიკური ჯაჭვი ასეთი იყო  - გარკვეულმა პირმა, თუ პირებმა, როგორც მალხაზ კობაური მიუთითებს, ჯერ დაზიანება მიაყენეს რაინ სმიტს და მერე მოკლეს. ამას მიუთითებს ეს დასკვნაც, რომ დაზიანებები სიცოცხლეშივეა მიყენებული. როგორც მალხაზ კობაური ჰყვება, რაიან სმიტი მუხლებზე იყო დაჩოქილი იმ  მომენტში, როდესაც რამდენიმე დარტყმა მიაყენეს. როცა რაიან სმიტი ფეხზე იდგა, პირველი დარტყმა მიაყენეს წვივის არეში და ტკივილისა და ყვირილის შემდეგ, როგორც კობაური ჰყვება, დაიჩოქა სმიტმა და ამის შემდეგ მიაყენეს ჭრილობა. სხვაგვარი განვითარება ლოგიკურად შეუძლებელია. საზოგადოებას მოეხსენება მახლაზ კობაურის აღნაგობა, წონა, მოყვანილობა და სრულიად წარმოუდგენელია ჯერ ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინა და ამის შემდეგ ზურგის არეში მიეყენებინა ჭრილობა რაიან სმიტისთვის", - განაცხადა კობაურის ადვოკატმა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics