|
2018-09-05 12:03:01, 1470 ნახვა
ეკონომიკა
ტოკიოსა და ჰოკაიდოში ქართული ღვინო წარადგინეს
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ჰოკაიდოში ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Red Bridge"-ის ორგანიზებით გაიმართა. ქართული ღვინის დეგუსტაციებს „Red Bridge"-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონიის საუკეთესო სომელიეთა მე-3 კონკურსის გამარჯვებული მაკოტო აბე უძღვებოდნენ. იაპონიაში გამართულ დეგუსტაციებზე პროფესიონალ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ღვინოები: „რქაწითელი სუპერიორი 2015" (შატო მუხრანი), „რქაწითელი 2014" (ორგო), „მწვანე 2015" (შუმის ხაზი „იბერიული"), „მწვანე 2016" (მეღვინეობა ვაზიანის ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი"), „საფერავი 2016" (გიუაანი), „მუკუზანი 2014" (შუმის ხაზი „იბერიული"), „საფერავი 2015" (შალაურის მარანი). ქართული ღვინის დეგუსტაციებს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული სომელიეები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და სასტუმროების წარმომადგენლები, ჯამში 130-მდე ადამიანი დაესწრო. ტოკიოში ასევე გაიმართა ქართული ღვინისა და აზიური კერძების შეხამების ვახშამი, სადაც წარმოდგენილი იყო ღვინოები: „რქაწითელი" (ხოხბის ცრემლები), „ჩინური 2016" (ლაგვინარი), „მწვანე ქვევრის 2016" (ქვევრის ღვინის მარანი), „ქისი 2017" (შუმის ხაზი „იბერიული"), „ოცხანური საფერე 2015" (ლაგვინარი) და „საფერავი 2016" (ორგო). იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 170 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 79%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)