08:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-04 16:31:58, 1030 ნახვა

საზოგადოება
„აქ რუსოფობია არ არის, მაგრამ არის კრემლოფობია“ - რუსული დელეგაციის 3 წევრი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსეთის დელეგაციის 3 წევრი საქართველოში არ შემოუშვეს, - ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო  სააგენტო "იტარტასის" სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბოდრიუგოვსა და რეჟისორ ალექსანდ ტოკარევს ქვეყანაში შემოსავლაზე უარი ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო ეთქვათ.

აღნიშნული პირები თბილისში მედია ფორუმის ჩასატარებლად ჩამოვიდნენ.

რაც შეეხება დელეგაციის სხვა წევრებს, მათ ქვეყანაში შემოსვლა შეძლეს. როგორც დელეგაციის წევრმა და პოლიტოლოგმა ალექსეი მალაშენკომ განაცხადა, ის ოკუპაციის შესახებ საუბარს ფორუმის მიმდინარეობისას არ აპირებს.

"ჩვენ გვინდა სუფთა პოლიტიკა. თუ ჩვენ გვინდა დავკავდეთ პოლიტიკით შეგვიძლია სხვა ადგილი ავირჩიოთ ამისთვის, მაგრამ თუ გვინდა ვისაუბროთ სხვა თემებზე ამ თემასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავმართოთ დისკუსია. მთავარი პრობლემა არის კომუნიკაცია, რაც გამოიხატება ურთიერთობებით ერთმანეთთან და სწორედ ამ თემებზე გვინდა ვისაუბროთ. ჩვენ უნდა ვიურთიერთოთ ყველა პრობლემის მიუხედავად, რაც არსებობს. ხანდახან ეს არ გამოდის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიურთიერთოთ. გარემოებები ყოველთვის არსებობს რთული და შესაძლოა ეს დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ ყველაზე რთული არის ამ გარემოებებში კომუნიკაცია და ურთიერთობა, დანარჩენით ალბათ უნდა დაკავდნენ პოლიტიკოსები. შეხედეთ რუსულ ტელევიზიას, იქ ხომ ერთი პოლიტიკა გადის და იქ მხოლოდ ერთი პოლიტიკა შუქდება. აქ კი შეგვიძლია ვისაუბროთ განსხვავებულ თემებზე. შემიძლია გითხრათ, რომ პირადად მე არ ვარ პროპაგანდის ნაწილი და პროპაგანდის ნაწილი არ არიან ადამიანები, რომლებიც აქ არიან ჩამოსულები. ვაპირებ ურთიერთობას მედიასთან, ჩემს კოლეგებთან, ჩემს მეგობრებთან. არც კი ვიცი სრული სია, ვინ მიიღებს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. არსებობს სახელმწიფოს ენები და არსებობს ურთიერთობების ენა. ჩვენთან რუსეთში ძალიან ბევრს საუბრობენ რუსოფობიის შესახებ. ვყოფილვარ აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში - აქ რუსოფობია არ არის, მაგრამ არის კრემლოფობია. აი ეს არის ჩემთვის საინტერესო“,-განაცხადა ალექსეი მალაშენკომ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics