|
2018-09-04 13:05:15, 775 ნახვა
საზოგადოება
„გამჭვირვალობა“: საზმაუს თანამშრომელთა ნაწილისთვის შეთავაზებული სამუშაო გრაფიკის ცვლილება ბუნდოვანია
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილება სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია და პროცესის გაუმჭვირვალობისა და ცალკეული თანამშრომლების მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის გამო კითხვებს ბადებს. "ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყების წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა თანამშრომლების ნაწილს სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით ახალი შეთავაზება წარუდგინა. აღნიშნული ინიციატივის საფუძველზე, მაუწყებლის კონკრეტული თანამშრომლები საათობრივი ანაზღაურების სისტემაზე გადავლენ. მენეჯმენტის განცხადებით, თუკი თანამშრომლები ამ შეთავაზებას 4 სექტემბრამდე არ დათანხმდებიან, მათ ორთვიანი ანაზღაურების კომპენსაციის მიღების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლებენ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წინამდებარე ცვლილებების შესახებ საჯარო განცხადება მოგვიანებით , მას შემდეგ გააკეთა, რაც სოციალურ მედიასა და ტელევიზიაში აქტიური დისკუსია მიმდინარეობდა მენეჯმენტის სადავო ინიციატივის შესახებ. აღნიშნულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მაუწყებელში დაგროვდა სამუშაო ჯგუფების გადაჭარბებული რაოდენობა, რომელიც არ შეესაბამება წარმოებული გადაცემების საჭიროებებს და მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანურ რესურსს, ამ ადამიანებს კი სამსახურში "უაღრესად დაბალი" გამოცხადება აქვთ, ხოლო ნაწილი ფაქტობრივად არ დადიოდა სამსახურში. თუმცა, მენეჯმენტი თანამშრომლებისათვის გაკეთებულ შეთავაზებებში ზემოთ აღნიშნულ საფუძვლებზე საერთოდ არ საუბრობს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი წლებია უშედეგოდ აანონსებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ატესტაციის თუ შეფასების პროცესს. დღემდე არ არის შექმნილი თანამშრომლების შეფასების გამჭვირვალე სისტემა; არ არის დათვლილი რა რაოდენობის თანამშრომელი სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს; და არ არსებობს საშტატო განრიგი. ამის პარალელურად კი, ახალი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის არჩევის შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებელში უკონკუროსოდ დასაქმდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიების, GDS-ისა და "მეცხრე არხის" ათობით ყოფილი თანამშრომელი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მხარს უჭერს რეფორმების აუცილებლობას საზოგადოებრივ მაუწყებელში, თუმცა პროცესი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, ყველა დასაქმებულის კვალიფიკაცია შეფასდეს ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე და გამოირიცხოს სუბიექტური მოსაზრებებით ცალკეული ადამიანების გამოყოფა და მათი დისკრიმინაცია. შესაბამისად, მოვუწოდებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს პასუხი გასცეს საზოგადოებაში არსებულ ყველა ლეგიტიმურ კითხვას, რათა არ დარჩეს ეჭვები მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან თანამშრომლთა ნაწილის მიმართ უსამართლო მოპყრობასთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებთ სამეურვეო საბჭოს და საქართველოს პარლამენტს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სასწრაფოდ დაინტერესდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მზად არის შესაბამისი იურიდული დახმარება გაუწიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა თანამშრომელს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი", - აღნიშნულია განცხადებაში.
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)