|
2018-09-03 16:34:24, 847 ნახვა
საზოგადოება
კოალიცია: საზმაუს შეთავაზება დაუსაბუთებელია და შესაძლოა ისახავდეს ათეულობით ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას
კოალიაცია მედიის ადვოკატირებისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილის მიერ დღეს გამართულ აქციას და ტელევიზიის მიერ შეთავაზებულ ახალ სახელშეკრულებო პირობებს ეხმაურება. კოალიციას მიაჩნია, რომ აღნიშნული შეთავაზება არის დაუსაბუთებელი და შესაძლოა მიზნად ისახავდეს ათეულობით ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენები არაერთ კითხვას აჩენს, რომელსაც პასუხი არც გავრცელებული განცხადებით გაეცა. "აუცილებელად მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს: ვინ მიიღო გადაწყვეტილება? შეთავაზებაში მითითებულია, რომ „ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით“ ცალკეული პოზიციებისთვის განისაზღვრა საათობრივი დასაქმების სამუშაო რეჟიმი. აღსანიშნავია, რომ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იღებს. ამიტომ აუცილებელია მიეთითოს თუ ვის მიერ და რა უფლებამოსილების ფარგლებში იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება. სამეურვეო საბჭოს დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით. მოსთხოვოს გენერალურ დირექტორს საკადრო პოლიტიკაზე ხედვის წარდგენა და დაამტკიცოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო განრიგი და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო, რასაც ითვალისწინებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი. ·საქართველოს პარლამენტს დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ვითარებით და იმ ფაქტით, თუ რატომ არ ასრულებს სამეურვეო საბჭო მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს".
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)