|
2018-09-03 16:08:47, 685 ნახვა
საზოგადოება
საზმაუსთან თანამშრომლების ნაწილმა აქცია გამართა - ისინი ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვენ
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დღეს ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მენეჯმენტის მიერ შეთავაზებულ ახალ სახელშეკრულებო პირობებს აპროტესტებენ. მაუწყებლის პროფესიული კავშირის ინფორმაციით, ტელევიზიის 150-მდე თანამშრომელმა მიმდინარე კვირას ადმინისტრაციისგან შეთავაზება მიიღო. შეთავაზების თანახმად, იცვლება დასაქმებულების სამუშაო რეჟიმი და კონკრეტულ პოზიციებზე ამ პირებისთვის შრომის ანაზღაურების ფორმა. მაუწყებლის თანამშრომლების განცხადებით, თვიური მოჭრილი ხელფასის ნაცვლად თანამშრომლებს ადმინისტრაცია სთავაზობს, საჭიროების შემთხვევაში გამოძახების პრინციპით მუშაობას და ანაზღაურებას, რომელიც შესრულებული სამუშაოს მიხედვით განისაზღვრება. შეთავაზებაში გაწერილი არ არის ყოველთვიურად შესასრულებელი სამუშაოს ზღვრული ლიმიტი და გრაფიკი, ხოლო ტელევიზიის ადმინისტრაცია არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თუნდაც ერთხელ მაინც გამოიძახებს რომელიმე თანამშრომელს სამსახურში: „შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, თანამშრომლების სამუშაოდან გათავისუფლებაა და არა ახალი შეთავაზება, რომელიც, კანონის მიხედვით, არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას და ცხოვრების პირობებს". აქციის მონაწილეები ხვალ 12 საათზე მენეჯმენთან შეხვედრას ითხოვენ, შემდეგ კი 14:00 საათზე კვლავ ტელევიზიის შენობასთან ბრიფინგს გამართავენ. გარდა ამისა, საია-ს ხელმძღვანელის სულხან სალაძის შეფასებით, ადმინისტრაციის მიერ შემითავაზებული შრომითი რეჟიმი არის არაპირდაპირი საუბარი თანაშრომლების გათავისუფლებაზე.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)