08:18 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-03 14:06:55, 2043 ნახვა

საზოგადოება
კომისიის დასკვნა - გამოძიებამ ხელი დააფარა მირზა სუბელიანს, მის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ახალი ნაწილი გაასაჯაროვა.

დასკვნის ახალი ნაწილის თანახმად, საქმეში მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ გამოძიება ტენდენციურად წარიმართა.

კერძოდ, მირზა სუბელიანის შვილის ა.ს-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. 

"გამოძიებამ არ ჩაატარა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: არ აიღო ანაწმენდები და ფრჩხილის ნიმუშები, არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, არ გაჩხრიკა მისი საცხოვრებელი სახლი, დროულად არ ამოიღო მისი მობილური ტელეფონი, არ ამოიღო ა.ს. და მ.კ.-ს მიმოწერა სოციალურ ქსელში - ამ მიმოწერის ამოღებით გამოძიება დაადგენდა დანაშაულის მოტივს და განზრახვას და ორგანიზების დეტალებს. არ ამოიღო ა.ს.-ს ზურგჩანთა და შავი ფერის ქურთუკი, არ ჩაატარა არც ერთი ფარული ღონისძიება, მათ შორის ტელეფონით მიყურადება", - წერია დასკვნაში.

ასევე, კომისიის დასკვნის მიხედვით, დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელ ფიგურანტს - მ.კ.-ს ხელშ ეჭირა ნივთი, რომელსაც ფარდულში ჩხუბის დროს ურტყამდა დავით სარალიძეს:

"საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ფიქსირდება თუ როგორ აჩვენებს მ.კ. მის მეგობრებს აღნიშნულ საგანს", - წერია დასკვნაში და ხაზგასმულია, რომ ეს ჩანაწერი გამოძიებისთვის ხელმისაწვდომი იყო, თუმცა კომისიის შექმნამდე პროკურატურას ეს დეტალი არ დაუფიქსირებია. 

გარდა ამისა, დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ მიხეილ კალანდიას ქმედებებში დანაშაულის ნიშნები იკვეთება და მის მიმართ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics