|
2018-09-03 10:47:22, 1104 ნახვა
სამართალი
ფაშისტური მოძრაობის ლიდერს, გიორგი ჭელიძეს ბრალი წარედგინა
ფაშისტური მოძრაობა "ეროვნული ერთობის" ლიდერს გიორგი ჭელიძეს ბრალი წარუდგინეს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას - ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა ედავება, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. შეგახსენებთ, 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობის'' გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს .მათ მოძრაობის ლიდერი გიორგი ჭელიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)