|
2018-09-03 10:36:09, 2469 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის ფასები ნახევრდება
დღეიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველოფის პროგრამა ფართოვდება. პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნულ ჯგუფებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50%-იანი და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ. ფასდაკლება ვრცელდება შემდეგი დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ენალაპრილი 10მგ; ენაპი 20მგ; ლოზაპი 100მგ; ეგილოკი 100მგ; კორდარონი 200მგ; ვარფარინ–ნიკომედი 2.5მგ; დიგოქსინი–გრინდექსი 0.25მგ; ვეროშპირონი 25მგ; ატორისი 20მგ; ზილტი 75მგ; მონოსანი 40მგ; ფუროსემიდი 40მგ; ამლოდიპინი 5მგ. დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული): დიაბეტონი MR 60მგ; ამარილი 2მგ; სიოფორი 1000 მგ. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები: თიროზოლი 5მგ; L – თიროქსინი 50მკგ. ფილტვის ქრონიკული დაავადებები: ბრეტარისი ჯენუეირი 322მგკ 60 დოზა; პულმიკორტი 2მლ; მედროლი 16მგ; სალბუტამოლი. 200 დოზა; სალბუტამოლი ინტელი აეროზ. 200 დოზა; სერეტიდი დისკუსი 50/250მკგ ინჰ 60 დოზა; ალბუტეროლის სულფატი 0.5% 2.5მგ/0.5მლ. მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა უნდა გაიაროს შედეგი პროცედურები:
როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სავარაუდოდ, წელსვე ბენეფიციარებს აღარ დასჭირდებათ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში მისვლა და დარეგისტრირება. „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამა მიმდინარე წლის შემოდგომიდან არტერიული ჰიპერტენზიის, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით გაფართოვდება. სექტემბრის ბოლოს ალბათ, გამოვაცხადებთ ახალ შესყიდვას, როდესაც ამ ჩამონათვალს დაემატება კიდევ ახალი, ე.წ კომბინირებული მედიკამენტები და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე ამ ჩამონათვალის კიდევ ერთი გაფართოება მოხდება. ეს პროექტი ახლა მხოლოდ ერთი სააფთიაქო ქსელის საშუალებით ხორციელდება - PSP-ს საშუალებით, სექტემბერშივე, ერთ ან მაქსიმუმ ორ კვირაში სხვა ქსელური აფთიაქები ჩაერთვებიან. დიდი იმედი მაქვს, რომ წელსვე სამივე ლოკაციაზე მისვლის აუცილებლობა მოიხსნება და დარეგისტრირება მოხდება ელექტრონულად. ბენეფიციარს მხოლოდ ორ ლოკაციაზე მკურნალ ექიმთან და აფთიაქში მოუწევს მისვლა, ხოლო 2019 წლიდან მკურნალ ექიმთან არა ყოველ 3 თვეში, როგორც ახლა არის საჭიროება, არამედ წელიწადში ერთხელ მივიდეს, რაც ისედაც აუცილებელია ქრონიკული დაავადებების მართვისათვის,“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 მედიკამენტის სიმბოლურ ფასად-1 ლარად შეძენის საშუალებას აძლევს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)