08:09 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 12:36:36, 1140 ნახვა

საზოგადოება
კოალიცია პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებისკენ მოუწოდებს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პრეზიდენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეცვალოს.

ამასთან, კოალიცია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში და მხარი დაუჭიროს წარდგინების პროცესს. 

„სამოქალაქო საზოგადოებასთან რამდენიმე კვირიანი კონსულტაციების შემდგომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებაზე უარი განაცხადა და მიზეზად კონსენსუსის არარსებობა დაასახელა.  

კოალიცია მკვეთრად უარყოფითად აფასებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ შეასრულოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება და ამის ნაცვლად, პასუხისმგებლობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს დააკისროს. სამწუხაროდ, პრეზიდენტის მიერ ამ დრომდე არ იქნა უზრუნველყოფილი ფორმატი, რომელიც განსაზღვრავდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ფორმებს კანდიდატის შერჩევის პროცესში, რის გარეშეც პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს საფუძვლიანად.

მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგინების უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, რომელიც ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე შევა ძალაში, კანდიდატის წარდგინების უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება. ამასთანავე, ახალი წესით წარდგენილი და არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად აღარ იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ხელში ძალთა კონცენტრაციისა და სისტემის კიდევ უფრო ჩაკეტილობის რისკებს. 

მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, დროულად და ეფექტიანად განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება და უზრუნველყოს ისეთი კანდიდატის დასახელება, რომელსაც ფართო საზოგადოების მხარდაჭერა ექნება. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში და მხარი დაუჭიროს წარდგინების პროცესს. 

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უახლოეს სესიაზე უზრუნველყოს წარდგენილი კანდიდატის განხილვა და მისი არჩევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics