2018-08-31 12:22:28, 1334 ნახვა
საზოგადოება
„ვითიბი ბანკის“ თასზე, საცხენოსნო ტურნირი გაიმართება
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის იპოდრომზე გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი - VTB CUP. შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება- წინაღობათა გადალახვა.
ტურნირში მონაწილეობას იღებს ათი მხედარი: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ბელორუსიდან. ფინალური ეტაპი 2 სექტემბერს გაიმართება.
ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, შეჯიბრის მხარდამჭერები თბილსის მერია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არიან.
(NS)
ავტორი: ,