14:06 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 11:24:32, 468 ნახვა

რეგიონი
„თიბისი ბანკმა“ ახალციხეში ფერმერებისთვის აგროფორუმი გამართა

თიბისი ბანკის აგროფორუმები რეგიონებში გრძელდება და  კახეთისა და შიდა ქართლის შემდეგ  უკვე სამცხე-ჯავახეთში გადაინაცვლა.

ახალციხის ერთდღიან ფორუმზე აგროსექტორით დაინტრესებულ პირებს დარგის ექსპერტებმა მეცხოველეობის, რძის პროდუქციის წარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გაუზიარეს უახლესი ინფორმაცია.

„რეგიონალური აგროფორუმების მიზანია ფერმერებისთვის უახლესი ინფორმაციის მიწოდება. ვცდილობთ, ყველა რეგიონი მოვიცვათ და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს მივცეთ შესაძლებლობა მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ.  ისევე როგორც სხვა რეგიონებში, ახალციხეშიც ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა ადგილობრივ ფერმერებთან", - შოთა გონგლაძე, თიბისი ბანკის  აგრობიზნესის განვითარების კოორდინატორი.

"ყოველთვის ვცდილობ დავესწრო ფორუმებსა და ტრენინგებს და ის ინფორმაცია, რასაც მსგავსი ტიპის შეხვედრებზე მივიღებ, საკუთარი ბიზნესის უკეთესად მართვაში გამოვიყენო. თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ფორუმი ძალიან  საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.  შეხვედრაზე  დარგის ექსპერტებისგან ბევრი საინტერესო ინფორმაცია და ჩემს შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მივიღე", - გიორგი გელაშვილი, ფერმერი.

სამცხე-ჯავახეთის შემდეგ თიბისი ბანკის აგროფორუმი უკვე  საქართველოს სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს. ფორუმზე დასწრება თავისუფალია, თემები კი რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე შეიცვლება.

რეგიონალური აგროფორუმები იმ პროექტების ნაწილია, რომელსაც თიბისი ბანკი სოფლის მეურნეობის სექტორის განვითრების მხარდასაჭერად უკვე წლებია ახორციელებს. მხარდაჭერა მოიცავს ფერმერებისთვის როგორც აგროპროდუქტების შეთავაზებას, ისე ტრენინგებსა და კონსულტაციებს, რაც მათთვის რჩევებისა და უახლესი ინფორმაციის გაზიარებას გულისხმობს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics