08:09 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 19:50:37, 972 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, 30 აგვისტოს, სრულიად საქართველო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ამ დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საშუალება ეძლევათ შეხვდნენ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი განცდები.

1992-1993 წლებში და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად საქართველოში ათასობით ადამიანია გაუჩინარებული. უკვე მეოთხედი საუკუნეა, მათი დაბრუნების იმედით ცხოვრობს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების უმრავლესობა - ცრემლშეუმშრალი დედები, მამები, ახლობლები...

2013 წლიდან მათ მოძიებაში აქტიურად ჩაერთო საქართველოში წითელი ჯვრის  საერთაშორისო კომიტეტი, რომლის დახმარებითა და აფხაზურ მხარესთან  მოლაპარაკებებისა და მიღწეული შეთანხმების შედეგად შესაძლებელი გახდა ქართველ და აფხაზ ოჯახებს დაუბრუნდეს მათი  შვილებისა და ახლობლების ცხედრები.

ესოდენ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისათვის, ჩვენი კოლეგების სახელით, კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა მოვახსენოთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ევროკავშირსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს.

ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია 1996 წელს დაარსებული სახელმწიფო კომისიის წევრებისა თუ ცალკეული პიროვნებების ძალისხმევა, რის შედეგადაც თავის დროზე 250 ადამიანის ნეშტი დაიკრძალა სათანადო პატივით.

ფასდაუდებელია ამ საქმეში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდ ,,მოლოდინის“ წვლილი. ამ ფონდის ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მუზეუმი, რომელიც  ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოსთან ფუნქციონირებს. ამ მუზეუმში  უგზო-უკვლოდ დაკარგულ ქართველ მეომართა სურათების გვერდით, აფხაზი ეროვნების 135 მეომრის სურათებიიცაა გამოფენილი. ეს ის აფხაზები არიან, რომლებიც იმ ავბედით წლებში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ, მაგრამ ნათქვამია, დედის ცრემლმა და ტკივილმა საზღვარი და ეროვნება არ იცისო და სწორედ ეს დაადასტურეს უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების, როგორც ქართველმა, ასევე, აფხაზმა დედებმა, რომლებიც ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

იმედი მაქვს, რომ ეს მნიშვნელოვანი პროცესი კვლავ განახლდება და  ჩვენს ქართველ და აფხაზ დედებს, მსგავსად ხალხური ,,ვეფხისა და მოყმის“  სიუჟეტისა, კვლავაც მოუნდებათ ერთმანეთისთვის საკუთარი გულისტკივილის გაზიარება.

ჩვენ კი ყველანი – სოხუმშიც და  თბილისშიც – უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ  არსებობს ისეთი მარადიული ფასეულობები, როგორიცაა დაკარგული შვილის მომლოდინე მშობლის პატივისცემა და მომავალი თაობების უსაფრთხოება“, - ნათქვამია ვახტანგ ყოლბაიას განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics