07:27 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 11:49:54, 654 ნახვა

საზოგადოება
NGO-ები: გურამ კაშიას მიმართ აგრესია ლგბტ თემის ჩაგვრის სისტემურობას აჩვენებს

სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" წევრი ორგანიზაციები ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობებზე შეშფოთებას გამოთქვამენ და ლგბტ თემის წევრებს, ასევე გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებენ.

ორგანიზაციები  აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ ყველა იმ პირს, რომლებიც, საზოგადოების ნაწილი ზეწოლის მიუხედავად, ლგბტ თემის წევრებს სოლიდარობას ღიად და თამამად უცხადებენ.

"გურამ კაშიას მიმართ გამოხატული აგრესია და ძალადობის მუქარა პირველ რიგში, ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული ჩაგვრისა და ძალადობის სისტემურობასა და სიმძიმეს აჩვენებს. ლგბტ ადამიანები კანონმდებლობის დონეზე თანასწორობის ფორმალური აღიარების მიუხედავად, პრაქტიკაში იგნორირებას, სისტემურ ჩაგვრასა და ძალადობას განიცდიან. კვლავ პრობლემად რჩება სახელმწიფო უწყებებსა და ადმინისტრაციულ პრაქტიკებში ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობიის საკითხი, ხოლო განათლების სისტემისთვის კი კვლავ გამოწვევას წარმოადგენს თანასწორი, თავისუფალი და სხვა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში საკუთარი ფუნქციის სათანადოდ შესრულება. ამ პირობებში სხვადასხვა პოლიტიკური და სოციალური ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი და პოლიტიკურად ინსტრუმენტალიზებული ჰომოფობია არსებითად აზიანებს დემოკრატიული განვითარების პროცესს. სამწუხაროდ, ხელისუფლება და პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებები ვერ ახერხებენ თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკური დისკურსის შექმნას და საზოგადოებაში გაჩენილი სოციალური კონფლიქტების სისტემურ გადაჭრას. კვლავ გამოწვევად რჩება ძალადობის, დისკრიმინაციის, მუქარის ფაქტებზე სათანადო და დროული სამართლებრივი რეაგირების საკითხი", - აღნიშნულია პლატფორმის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან "ქართული მარშის" წევრის, კონსტანტინე მარგოშიას მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას, ასევე, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის და ეროვნული ნაკრების წევრების მხრიდან კაშიასთვის სოლიდარობის გამოცხადებას.

გარდა ამისა, "არა ფობიას!" მიიჩნევს, რომ მომეტებული ჰომოფობიური განწყობების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტის მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერი მკაფიო მესიჯები.

"მომეტებული ჰომოფობიური განწყობების ფონზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტის, არსებითად კი სახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერი მკაფიო საჯარო განცხადებების გავრცელება და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მუქარის შემცველ განცხადებებსა და კონფლიქტის პროვოცირებისკენ მიმართულ ყველა ქმედებაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.

NGO-ების განცხადებით, ასევე, მნიშვნელოვანია 9 სექტემბერს დაგეგმილი მატჩის მშვიდობიან ფონზე გამართვის უზრუნველყოფა.

გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), 
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), 
საფარი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED),
მედიის განვითარების ფონდი (MDF), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, თანასწორობის მოძრაობა, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ჰომოფობიურად​​განწყობილი საზოგადოების აგრესიის ობიექტი თავდაპირველად მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. 22 აგვისტოს UEFA-მ კაშიას თანასწორობის ჯილდო (Equalgame) გადასცა. ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესია ამ ჯილდომაც გამოიწვია. ამის შემდეგ კაშიამ Facebook-ის საკუთარი გვერდი გააუქმა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია #გურამშენთანვართ

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics