22:59 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 10:57:34, 406 ნახვა

სამართალი
ლაშა მახარაძის დედა: ყველაფერი სიაფანდობაა, არავითარი ნაფიცი მსაჯული, მკვლელი უნდა გასამართლდეს მოსამართლის მიერ

"ეს არის ყველაფერი სიაფანდობა. არავითარი ნაფიცი მსაჯული, მკვლელი უნდა გასამართლდეს მოსამართლის მიერ",-ამის შესახებ მოკლული ლაშა მახარაძის დედამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მას შემდეგ განაცხადა, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

როგორც ნინო დუმბაძემ აღნიშნა, ბრალდებული ოქროპირიძე მოსამართლის მიერ უნდა გასამართლდეს, რადგან ნაფიც მსაჯულებს ის აშინებს.

"ეს არის ყველაფერი სიაფანდობა. არავითარი ნაფიცი მსაჯუი, მკვლელი უნდა გასამართლდეს მოსამართლის მიერ, არ მაინტერესებს მე რას ითხოვს ორჯერადი მკვლელი. მანიაკი ოქროპირიძე რომ  აშინებს ნაფიცმსაჯულებს, რომ ვერდიქტი ვერ გამოაქვთ, 24 საათი ვდგავართ აქ, ხალხნო, ეს ვერ გავიგე რა სახელმწიფოა, რა ბიძინა,  ვინ ბიძინა, გომელაური,  ვინ არიან საერთოდ და სად ვცხოვრობთ ვერ გავიგე",-განაცხადა  ნინო დუმბაძემ.

როგორც აღვნიშნეთ, ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. 12 საათიანი ფიქრის შემდეგ მოსამართლემ მათ გონივრულ ვადად კიდევ ერთი საათი განუსაზღვრა, თუმცა გადაწყვეტილება მაინც ვერ მიიღეს.

იმ შემთხვევაში, როცა ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს ვერ აცხადებენ, მოსამართლე  ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომას  ჩანიშნავს და საქმეზე  განხილვები ხელახლა დაიწყება.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით,   გიორგი ოქროპირიძემ 2 სექტემბერს, ღამით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ლაშა მახარაძეს,  რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, ბრალდებული კი,  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გიორგი ოქროპირიძე  ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე  ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა დააკავეს და 12 სექტემბერს სოფელ ერგნეთში ქართულ მხარეს გადმოსცეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics