2018-08-29 17:02:54, 724 ნახვა
საზოგადოება
გორში 50 ჰექტრამდე ფართობზე ხმელი ბალახი იწვის
გორში, წყალმტკვარმშენის ტერიტორიაზე ხმელი ბალახი იწვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 50 ჰა ტერიტორია. ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. როგორც საგანგებოში აცხადებენ, დასახლებულ ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.
ავტორი: ,