07:19 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 16:21:44, 671 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა

კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით ფეტვიაშვილს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.

ფეტვიაშვილის საქმეზე ცესკო-მ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით,  შიდა აუდიტის სამსახური ფაქტის შესწავლას განაგრძობს, ხოლო ფეტიაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადწყვეტილება  ცეესკომ კოლეგიალურად მიიღო.

 „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, როგორ გითხარით, კრწანისის საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს შეუწყვიტა უფლებამოსილება. იმ შემთხვევაში თუკი ფაქტის შესწავლის შემდეგ დადგინდება, რომ არსებობდა დარღვევა, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში გადაეგზავნება ეს ინფორმაცია შესაბამისს უწყებებს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს შეეძლო ეს  განცხადება წარმოედგინა ცეესკოს თავჯდომარისათვის, რომელმაც ეს განცხადება გამოიტანა კომისიის სხდომაზე, შესაბამისად, გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიუღია ცეესკომ თავჯდომარეს და გადაწყვეტილება უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღო ცეესკომ კოლეგიალურად“, - განახცადა ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ  კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ფეტვიაშვილმა გადადგომის თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 27 აგვისტოს მიმართა. ამ დღეს გაერთიანებამ „ძალა ერთობაშიამ" ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს აკომპლექტებს. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ჩანაწერებში ჩანს, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზეა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის კრწანისის კომისიის კურატორთან. როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარება ლეგიტიმაციას მოკლებულია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics