11:00 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 09:51:30, 375 ნახვა

საზოგადოება
ვალერი შოშიაშვილსა და ბექა ბასილაიას შორის "კავკასიის" პირდაპირ ეთერში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირ ეთერში ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილსა და ადვოკატ ბექა ბასილაიას შორის  ჯერ სიტყვიერი, შემდეგ  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვალერი შოშიაშვილი აცხადებდა, რომ მას  700 ათას ლარად ღირებული უძრავი ქონება იძულებით შეაძენინეს. შოშიაშვილმა ბექა ბასილაიას ნაძირალა უწოდა და მომხდარში დაადანაშაულა.

"შენ ხარ ნაძირალა, შენი ოჯახი უნდა გავანადგურო,  უზნეო ხარ, სააკაშვილის ოჯახის შემდეგ, შენს ოჯახს მოვადგები ",-მიმართა შოშიაშვილმა ბასილაიას.

ბექა ბასილაიამ კი განაცხადა, რომ იმ პერიოდში, რომელზეც  შოშიაშვილი საუბრობდა,  ის უკანონო შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში მუშაობდა და ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ვალერი შოშიაშვილისა და მისი მამის, ნუგზარ შოშიაშვილის,  მიერ დაფუძნებული კომპანიებიდან ფულის გათეთრება ხდებოდა. ბექა ბასიალიას მტკიცებით, ფულის გათთრების თაობაზე საქმე აღიძრა და გამოძიებაც დაიწყო.

"რეალურად მთელი წლების მანძილზე სხვადასხვა კომპანიიდან, ამ შემთხვევაში მხოლოდ ამ ადამიანის კომპანიაზე არ არის საუბარი, ეწეოდნენ გადასახადებისგან თავის არიდებას, ფულის გათეთრებას და ა.შ. ჩვენი სამსახური, ეს იყო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური. საქმე აღიძრა,  დავიწყეთ გამოძიება,  იყო  კომპანიები-შპს "კახელები 2005", "პორცლაინი", "ენკამონი" და "ენკაჰაუსი",  რომელშიც წილი ჰქონდა ვალერი შოშიაშვილსა და მამამის ნუგზარ შოშიაშვილს და კიდევ სხვადასხვა პირები ჰყავდათ გარკვეული პერიოდის მანძილზე. ამ კომპანიების დეკლარირებული ბრუნვა 2005-2011 წლებში შეადგენდა 20 მლნ ლარს. მაშინ, როდესაც ჩვენ ამ ადამიანების საბანკო ანგარიშებზე და ამ კომპანიებში დასაქმებული 500-600 ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანების ანგარიშებზე ვიპოვეთ 25 მლნ ლარი, 20 მლნ დოლარი და 3 მლნ ევროზე მეტი.ეს არის საბანკო ანგარიშების ციფრები.ეს არის ბიუჯეტის ქურდი, ადამიანი, რომელიც შემოსავალს აკეთებდა.2005-2011 წლების მანძილზე ამ ადამიანების შემოსავლები მთელი ოჯახის იყო 800 000 ლარი ხელფასების ჩათვლით,  მაგრამ ამ ადამიანებს ამ პერიოდში ჰქონდათ 5 მილიონის  უძრავი ქონებები  შეძენილი",-განაცხადა ბექა ბასილაიამ.

"შენ ჩემს უძრავ ქონებას რას ეხები,  შე ნაძირალა, შე მათხოვარო, შენ უნდა მოკვდე ისე, რომ უძრავი ქონება არ გეღირსება",-მიმართა ვალერი შოშიაშვილმა ბექა ბასილაიას.

"ქალუსია, იწყევლება",-უპასუხა ბასილაიამ.

"ქალუსიები და პიდარასტები მოიკითხე შეს პარტიაში",-აღნიშნა შოშიაშვილმა.

საპასუხოდ ბასილაიამ შოშიაშვილს წყალი შეასხა, თავის მხრივ შოშიაშვილმა კი, ადვოკატს ჭიქა ესროლა.  ისინი დროულად  გააშველეს.   ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ,  გადაცემა აღარ გაგრძელებულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics