|
2018-08-28 13:42:56, 1262 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ნარკოდნაშაულისთვის ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სამ მოქალაქეს ჩ.რ.-ს, ზ.მ.-ს და კ.ა.-ს, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჩ.რ.-მ და ზ.მ.-მ. წინასწარი შეთანხმებით, შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით 0.2294 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა"-ს (3.4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) შემცველი ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით და 2018 წლის 25 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ ,,ECHO WAVES''-თვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, 350 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს ფესტივალის ერთ-ერთ მოქალაქეზე, რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ იქნა ამოღებული. "რაც შეეხება მესამე ბრალდებულ კ.ა.-ს, მან შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 0.0158 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის" შემცველი 3 ცალი ტაბლეტი, რაც 2018 წლის 25 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, ასევე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ,,ECHO WAVES''-ის მიმდინარეობისას, 280 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ერთ-ერთ მოქალაქეზე, რაც იმავე დღეს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ იქნა ამოღებული. 2018 წლის 27 აგვისტოს ჩ.რ-ს. და ზ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარედგინა (წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება), ხოლო კ.ა.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარედგინა (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება); სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)