06:41 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-27 16:05:12, 2147 ნახვა

საზოგადოება
სარეკლამო კომპანია OUtdooR.ge-მ საოკუპაციო ბანერის განთავსებაზე უარი განაცხადა

სარეკლამო კომპანია OUtdooR.ge რომელიც წარსულში არაერთი სკანდალის მიზეზი გამხდარა, ამჯერადაც სკანდალში ეხვევა. კომპანიამ უარი განაცხადა თბილისში მის კუთვნილ საბანერო სივრცეებში, საოკუპაციო ბანერის განთავსებაზე.

როგორც საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა ღონისძიების ერთ–ერთმა ორგანიზატორმა მარიამ წერეთელმა განუცხადა. ისინი კომპანიისგან არანაირ შეღავათს არ ითხოვდნენ და თანხას ჩვეულებრივ გადაიხდიდნენ.

"კიდევ ერთი , სამარცხვინო კომპანია , რომელიც მისდევს ოლიგარქის რეჟიმს, არგაღიზიანების პოლიტიკას და არ აღიარებს , რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ოკუპანტია ! 
კომპანია, რომელმაც უარი გვითხრა , ქვემოთ მოცემული ბანერის განთავსებაზე , დღევანდელი ოკუპაციის ფონზე , უამრავი უშინაარსო ბანერით სავსე ქალაქში ... 
რა თქმა უნდა , ყოველთვიური თანხის გადახდა , ჩვეულებრივად მოხდებოდა,
მათი პასუხი იყო შემდეგი , "შეცვალეთ ბანერის შინაარსი და სიამოვნებით ვითანამშრომლებთ თქვენთან " - განაცხადა წერეთელმა.

Outdoor.ge-ს დამფუძნებელი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი იყო, რომელმაც კომპანია 2017 წელს გაყიდა. დავით იაკობაშვილი რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Вимм Билль Данн-ის დამფუძნებელია.
2014 წელს თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია კომპანიას დუპირისპირდა. როგორც ის ამბობდა outdoor.ge-ს ნებართვის გარეშე არც ერთ კომპანის არ შეუძლია რეკლამის განთავსება. 

შეგახსენებთ, რომ თბილისი გარე რეკლამების განთავსებაზე პასუხისმგებელი სულ 2 კომპანიაა: "ალმა" და outdoor.ge. კომპანიები ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია ოპერირებენ. outdoor.ge ბაზარზე არის მთავარი მოთამაშე. მას მერიასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ექსკლუზიური უფლება ენიჭება ნებართვის გაცემის, რითაც ბაზრის 100% მფლობელები არიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics