11:29 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-27 15:28:15, 1711 ნახვა

სამართალი
მალხაზ კობაური სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული, მალხაზ კობაური მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე, ვაჟა ფუხაშვილის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი მცირეწლოვანია. მოსამართლემ გადაწყვეტილების მიზეზად საქმეში სქესობრივი დანაშაულის ნიშნებიც დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე კობაურის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. როგორც ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს და არ არსებობს საფუძველი, რის გამოც ის პატიმრობაში უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა მოკლულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. 14 აგვისტოს მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics