|
2018-08-25 11:43:32, 2704 ნახვა
საზოგადოება
საგარეო - გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ლომეს პორტში უსაფრთხოდ დაბრუნდა
მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა) უსაფრთხოდ დაბრუნდა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ინფორმაციით, შედგა ქართული მხარის კონტაქტი გემის ეკიპაჟთან, რომელიც უზრუნველყოფილია პირველადი საჭიროებებით (სასმელი წყალი, საკვები და სხვა) და მისი წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. „გემის კაპიტნის ინფორმაციით ეკიპაჟზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა გაბონის ტერიტორიულ წყლებში, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში იქნა გატაცებული. საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველჰყვეს ყველა მხარის ჩართულობა მოძიების პროცესში. ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები. შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე ორივე უწყება გადავიდა 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე: საქართველოს საელჩოებმა სამხრეთ აფრიკაში, საბერძნეთში დიდ ბრიტანეთსა და ეთიოპიაში უზრუნველყვეს 10-მდე ქვეყნის ჩართულობა პროცესში, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კავშირზე გავიდა გემთფლობელ კომპანიასთან, გემის დროშის სახელმწიფოსთან - პანამა, ასევე კენიასა და ნიგერიაში მოქმედ სპეციალიზებულ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდებოდა ღონისძიებები მეზღვაურების მოსაძიებლად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ღონისძიებაში აქტიურად გამოიყენებოდა დასავლეთ აფრიკაში მოქმედი საზღვაო ძალების (პორტუგალია, ინგლისი და საფრანგეთი) გემები, ასევე, სატელიტური დაკვირვების სისტემები. ამ კოორდინირებული ქმედებების შედეგად გემის იდენტიფიცირება 23 აგვისტოს მოხდა. ასევე, სააგენტო განახლებულ ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობაზე აწვდიდა მეზღვაურთა ოჯახებს. 24 აგვისტოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეზღვაურთა ოჯახებთან გამართულ მშეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა საჭიროების შემთხვევაში ოჯახების დახმარებაზე. საქართველოს მთავრობა რჩება აქტიურ კავშირზე გემ PANTELENA-სთან და საჭიროების შემთხვევაში მზად ყოფნას გამოთქვამს ქართველ მეზღვაურთა დახმარებაზე“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)